28 მარტის გათენებისას ბრაზილიური 'სან პაულუს" ლეგენდარულმა გოლკიპერმა როჟერიო სენიმ ახალი ფურცელი ჩაწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში: "კორინთიანსთან" შეხვედრისას, ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თავის გუნდს 2-1 მოაგებინა. როჟერიო სენის ეს გოლი თავის კარიერაში მე-100 გამოდგა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თავისი შედეგებით "სან პაულუს" კარის დარაჯმა, კარგა ხანია, გაუსწრო ლეგენდარულ ჩილავერტს.