ჰოლანდიურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნოს-მა მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც თითქოს ჩანს, თუ როგორ დაგეგმა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამის “აიაქსთან” სტუმრად 4:0 მოგებული მატჩის მიწურულს ხაბი ალონსოსა და სერხიო რამოსის გაძევებები.