ეს ზვონიმირ ბობანია, - ხორვატიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლიდერი. ვიდრე "მილანში" დიდ კარიერას აიწყობდა, ზაგრების "დინამოში" თამაშობდა, 1991 წელს, ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩის დროს, იუგოსლავიელ პოლიციელებს "დასცხო", ამ უკანასკნელთა მიერ "დინამოს" ერთ-ერთი გულშემატკივრის დაკავების გამო.