ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და უელსის ნაკრების ყოფილი ფებურთელი, ვინი ჯონსი, რომელმაც მსოფლიოში სახელი როგორც მსახიობმა გაითქვა, უკვე თბილისშია. ვინი ჯონსი საქართველოში რამდენიმე სარეკლამო რგოლში გადასაღებად ჩამოვიდა და ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით ერთი კვირა დარჩება. ჩვენს ქვეყანაში უელსის ნაკრებთან ერთადაც არის ნამყოფი. მაშინ (1994 წელს) უელსის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან ანგარიშით - 5:0 წააგო. უელსის დედაქალაქ კარდიფში გამართული შეხვედრის დროს კი, (საქართველოს ნაკრებმა ის შეხვედრა 1:0 მოიგო) ვინი ჰონსი უხეშობისათვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ეს ის მატჩია, ქინქლაძემ რომ შესანიშნავი გოლი გაიტანა...