მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

22:08 | 27.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ D-ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 13 მოხსნა

საქართველოს ნაკრებისა და „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ თავი გამოიჩინა. ბრუკლინელების ეგრედ წოდებულმა ფარმ-კლუბმა ქართველი ფორვარდის ლიდერობით მორიგი მატჩი მოიგო. „სპრინგფილდ არმორმა“ „სანტა კრუზ უარიორზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში -111:100 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36,39 წუთი გაატარა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ჯამში 24 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.

თეგებიკალათბურთი
0.111376