ამსტერდამის “აიაქსის” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა კვირას “პსვ-სთან” შინ 0:0 დასრულებული შეხვედრის მიწურულს სტუმართა გარემარბ ოტმან ბაკალს ლავიწის ძვალთან უკბინა! ეს უცნაური ინციდენტი იმ ეპიზოდს მოჰყვა, რომელშიც მასპინძელთა შვედმა ნახევარმცველმა რასმუს ლინდგრენმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი უკნიდან მოცელა და მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო.