ვლადიკავკაზის "ალანიამ", თურქეთში წლის პირველი ტესტ-მატჩი გამართა და ყაზახურ "ვოსტოკს" 3:1 სძლია. ერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ გაიტანა. 27 წლის ფორვარდმა 2:1 გახადა ანგარიში. "ალანიაში" სამივე ქართველმა ითამაშა: გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძე სასტარტოში იყვნენ, ისინი 28-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ღონღაძეს, ის 28-ე წუთზე პირიქით, მინდორზე შევიდა.