“ატლანტა ჰოუქსმა” გატეხა ნავსი და ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ, საკუთარ არენაზე ბრწყინვალე გუნდური კალათბურთის ხარჯზე, დრამატულ ბრძოლაში “იუტა” დაამარცხა - 103:95. ჯორჯიული კლუბის ქართველი ცენტრი ლარი დრიუმ კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩართო შეხვედრაში და ზაზაც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ფაჩულიამ 19:46 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა (5-7 ორქულიანი, 2-3 საჯარიმო), 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.