ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტამ” ახალი წელი წარმატებულად დაიწყეს. “ჰოუქსი” “ნიუ ორლეანს” ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, მეოთხე მეოთხედის ბოლოს მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლო მეოტოქის 9-ქულიანი სხვაობით დამარცხება - 95:86. ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და სათადარიგოთა სკამიდან ჩართო შეხვედრაში. ზაზამ პარკეტზე 19:58 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ფაჩულიამ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა: 12 ქულა (5-8 ორქულიანი, 2-2 საჯარიმო) და 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე).