ზაზა ფაჩულია და მისი “ატლანტა ჰოუქსი” რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “ორლანდო მეჯიქს” სტუმრად დაუპირისპირდნენ და 6 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს 86:80. ფაჩულიამ პარკეტზე უჩვეულოდ მცირე 18:40 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 7 ქულა (ხუთიდან 3 ორქულიანი, სამიდან ერთი საჯარიმო) და 9 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) შეაწია. ერთ მომენტში ზაზა ფაჩულიამ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო, თუმცა დრო ამოწურული იყო და არ ჩაუთვალეს.