მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:40 | 1.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “ატლანტას” მოულოდნელი მარცხი

ზაზა ფაჩულია და მისი “ატლანტა” საკუთარ “Phillips Arena”-ზე “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდნენ და უხვქულიან მატჩში, მძიმე ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით - 111:113 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21:13 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან საკუთარ გუნდს 2 ქულა (5-დან 1 ორქულიანი), 2 მოხსნა (ორივე - შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა შეაწია.

თეგებიკალათბურთი
0.119861