დღეს გამთენიისას “Philips Arena”-ზე “ატლანტა ჰოუქსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 81:72 იმარჯვა. მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ საკუთარი გუნდის შემადგენლობაში. მან პარკეტზე 22:12 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა (ხუთიდან 3 ორქულიანი, ორიდან 2 საჯარიმო), 11 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი გახლდათ თანაგუნდელთა შორის +16.