ლევან ყენიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა "კარპატი"-"მეტალისტის" სათასო მატჩში. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 106-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ორ წუთში მშვენიერი გოლი მიითვალა: ბურთი მიიღო, წინ დაიძრა, შტილიჩთან გაითამაშა და ერთი-ერთზე გავიდა. შემდეგ ლევანმა მეკარე მოატყუა და ზუსტად დაარტყა.