ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, მოლდოვასა და სერბეთის ნაკრებებს შორის (0-4), მეორე გოლი სტუმრებმა შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს. 32-ე წუთზე სერბებმა კუთხური ჩამოაწოდეს, ბურთი ერთი-მეორის მიყოლებით სამმა სერბმა ფეხებშუა გაატარა და ანდრეა ჟივკოვიჩმა კარისკენ ზუსტად დაარტყა