ვლადიმერ დვალიშვილმა “ლეგიას” კარი დალაშქრა პოლონეთის ეკსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა თავის გამოჩენა ვარშავის “პოლონიას” 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა. “პეპსი არენაზე” გამართულ დედაქალაქურ დერბიში პოლონიელები “ლეგიას” წინააღმდეგ 29-ე წუთზე სწორედ ქართველის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.