გიორგი ქინქლაძის გოლი ინგლისური პრემიერლიგის ყველა დროის ტოპ-თერთმეტეულში მოხვდა. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, თუ რომელი გოლია – “მანჩესტერ სიტის” ფანების კერპმა 1996 წელს, “საუთჰემპტონის” რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და მეკარეს რბილად, დამცინავად გადაუგდო ბურთი თავზე.
ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ტოპ-თერთმეტეული
პაოლო დი კანიო (იტალია, “ვესტ ჰემი”) - “უიმბლდონთან” (1999/2000).
დევიდ ბექჰემი (ინგლისი, “მანჩესტერ იუნაიტედი”) - “უიმბლდონთან” (1996/1997).
ტიერი ანრი (საფრანგეთი, “არსენალი”) – “მანჩესტერ იუნაიტედთან” (2000/2001).
ტონი იებოა (განა, “ლიდსი”) - “ლივერპულთან” (1995/1996).
ერიკ კანტონა (საფრანგეთი, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – “სანდერლენდთან” (1995/1996).
მეინორ ფიგეროა (ჰონდურასი, “უიგანი”) – “სტოკთან” (2009/2010).
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – “პორტსმუტთან” (2007/2008).
გიორგი ქინქლაძე (საქართველო, “მანჩესტერ სიტი”) _ “საუთჰემპტონთან” (1995/1996)
მეტ ლე ტისიე (“საუთჰემპტონი”) – “ნიუკასლთან” (1993/1994).
დენის ბერგკამპი (ჰოლანდია, “არსენალი”) – “ნიუკასლთან” (2001/2002).
უეინ რუნი (ინგლისი, “მანჩესტერ იუნაიტედი”) – “ნიუკასლთან” (2004/2005).