ჰოლანდიის ტელეარხებზე გამოჩენილმა რეკლამამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეაშფოთა. ვიდეორგოლი – “დააკავეთ ის სახლში” იწყება უკრაინელი ლამაზმანების სურათებით, შემდეგ კადრში ჩანს სავარძელში მჯდომი სპორტული ჟურნალისტი ჰენკ სპაანი. რგოლში ქალის ხმა ურჩევს ფეხბურთის გულშემატკივართა ცოლებს, ქმრები არ გაუშვან უკრაინაში, ევრო 2012-ზე, რადგან მეტი შანსია, ისინი გაებნენ უკრაინელი ლამაზმანების მახეში. საამისოდ საჩუქრად ლუდის სახარშს მოწყობილობას სთავაზობენ...