ბერლინის "ჰერტას" კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა "ვოლფსბურგთან" ბუნდესლიგის მატჩში მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა მისმა გუნდმა 1:4 წააგო. ლევანმა "ვოლფსბურგთან" მატჩში ერთი რეკორდი უკვე დაამყარა: ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ნათამაშევი წუთების მიხედვით. 27863 – ამდენი წუთი გაუტარებია ბუნდესმატჩებში ქართველს. ეს დაახლოებით 465 საათია.