ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს მსურველები მართლაც მრავლად ჰყავს. მადრიდული მედიის ინფორმაციით, ჩილელის შეძენა “ატლეტიკოსაც” სურს.
უახლოეს დღეებში, ნახევარმცველის აგენტი ფერნანდო ფელიჩევიჩი “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს შეხვდება და სატრანსფერო საკითხებს განიხილავს. რამდენადაც ცნობილია, თავად სამხრეთამერიკელი იტალიიდან ესპანეთში გადასვლის წინააღმდეგი არაა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” ვიდალში 50 მილიონ ევროს იხდის. ჩილელის ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.