“იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველის, არტურო ვიდალის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო დროს, ვიდალს მენისკი აწუხებდა. ექიმებმა მისთვის ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს. ბარსელონაში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 26 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსს” მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება, მაგრამ ის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს.