ფეხბურთი

17:15 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალის “ბენფიკასთან” თამაში საეჭვოა

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, არტურო ვიდალმა, შესაძლოა, ევროპის ლიგის ნახევარფინალში, “ბენფიკასთან” გასამართ მატჩში ვერ ითამაშოს.

იტალიური პრესის ცნობით, ტურინელთა ჩილელმა ნახევარმცველმა ტრავმა დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო და კლუბში ჯერ არ იციან, მოასწრებს თუ არა ის ხვალ გასამართ დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას.

ვიდალის მსგავსად, “ბენფიკასთან” საეჭვოა “იუვენტუსის” კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის, კარლოს ტევესის თამაშიც.

0.122425