ფეხბურთი

13:27 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი ტურინში დარჩება

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არტურო ვიდალი კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ჩილელის შენარჩუნება მასიმილიანო ალეგრის სამწვრთნელო შტაბსაც სურს.

“ვიდალმა “იუვენტუსთან” კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა და მასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს. მისი წასვლის მიზეზი არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, რომ არტურო ჩვენთან ძალიან ბედნიერია და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ვიდალის ხილვა მადრიდის “რეალსა” და “მანჩსტერ იუნაიტედს” სურთ.

 

0.070624