ტურინის “იუვენტუსის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, “ნაპოლისთან” გამართულ მატჩში, ტრავმა მიიღო.
ანტონიო კონტემ ვიდალი 86-ე წუთზე შეცვალა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამხრეთ ამერიკელ ნახვარმცველს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დრო გაუცდება ვიდალს. მას დეტალური სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს მომავალში ჩაუტარდება.