შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. “დეილი მეილის” ინფორმაციით, ჩილელის აგენტებმა თავიანთი კლიენტის სამსახური “წითელ ეშმაკებს” შესთავაზეს.
მოგეხსენებათ, “მანჩესტერი” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში აქტიურობას და შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. ვიდალისთვის ბრძოლაში, ლუის ვან გაალის გუნდს კონკურენციას მადრიდის “რეალი” გაუწევს, რომელიც ნახევარმცველში 50 მილიონ ევროს იხდის.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ვიდალმა 32 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა.