დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსი” და ნახევარმცველი არტურო ვიდალი თანამშრომლობას 2018 წლამდე განაგრძობენ. Sky Italia-ს ცნობით, ჩილელის აგენტი ფერნანდო ფელისევიჩი კლუბის ხელმძღვანელებს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავს.
რამდენადაც ცნობილია, ვიდალის წლიური ხელფასი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დანიელე დე როსი იღებს.
ცნობისათვის, 26 წლის ვიდალმა იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.