“იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი დარწმუნებულია, რომ 2011 წელს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლა იუარა.
“ბავარიულ ვარიანტზე უარის თქმა ერთხელაც არ მინანია, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ამ მიღწევით აუცილებლად გავიხარებ. უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბრწყინვალე კლუბში ვთამაშობ, რომელსაც სათავეში ასევე უძლიერესი მწვრთნელი ანტონიო კონტე უდგას” – უთხრა არტურო ვიდალმა ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას.