ფეხბურთი

17:22 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი გულშემატკივრებს დარჩენას პირდება

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი “ბებერი სინიორას” გულშემატკივრებს პირობას აძლევს, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის გუნდს არ დატოვებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდალის შეძენის სურვილი მიუნხენის “ბაიერნმა” გამოთქვა, მაგრამ როგორც ირკვევა, სამხრეთ ამერიკელ შუახაზელს ბუნდესლიგაში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს.

“შემიძლია გულშემატკივრებს შევპირდე, რომ “იუვენტუსში” დავრჩები. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3.5 წლით მაკავშირებს და მის ბოლომდე ჩამთავრებას ვაპირებ.”

ვიდალი კომენტარს მისი გუნდის მიერ კიდევ ერთი ჩილელი ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის შესაძლო შეძენის შესახებაც აკეთებს: “არ ვიცი, განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ სანჩესი ჩვენთან გადმოვა. ვცდილობდი თუ არა მის იტალიაში გადმოსვლაზე დაყოლიებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე გავაკეთე.” – ციტირებს ვიდალის სიტყვებს Tuttosport-ი.

0.119725