“იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან კლუბში 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა.
“იუვენტუსში” 10 ნომერი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც კლუბი ტურინელთა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ დატოვა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 10-ნომრიანი მაისურით თამაშის სურვილი ვიდალმა გამოთქვა, მაგრამ თავად ჩილელი აღნიშნულს უარყოფს.
“10-ნომრიანი მაისური არასდროს მომითხოვია. მას თავისი მფლობელი ჰყავს და ეს ალესანდროა. რაც შემეხება, მე – ჩემი ნომერი 23 არის. იმედი მაქვს, სწორედ ამ ნომრით შევალ კლუბის ისტორიაში, როგორც ეს, თავის დროზე, დელ პიერომ გააკეთა.” – აცხადებს არტურო ვიდალი.