ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეტერანი რუსი ფიგურული მოციგურავე ჰენრიხ სრეტენსკი დაპატიმრეს. “ასოშიეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსსპორტსმენი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.
50 წლის სრეტენსკი მერილენდის შტატის ტერიტორიაზე დააკავეს. სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ ნიუ-იორკში წარიმართება.
NBჩ-ის ცნობით, გამოძიება სწორედ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლეიკ პლესიდში შარშან მომხდარი ინციდენტის გამო დაიწყო. ამ ქალაქშია ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთი მოსამზადებელი ცენტრი, ოღონდ ჯერ ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია, დაზარალებულს სპორტთან საერთო აქვს თუ არა. მეტიც, მომჩივანის გვარ-სახელსა და პროფესიაზე ჯერ არსად საუბრობენ.
დაკავებული ბრალდებას უკანონოდ მიიჩნევს და სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით გეგმავს. მისმა მეუღლემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ სრეტენსკის დაპატიმრებით სპორტის ამ სახეობაში მოტრიალე ადამიანები გაოგნერბულები არიან.
ჰენრიხ სრეტენსკი სპორტსმენობის დროს ყინულზე ნატალია ანენკოსთან წყვილში გამოდიოდა. მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატებზე ერთხელ ვერცხლის, სამჯერ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 1988 წელს, კალგარის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორჯერ ასეთივე შედეგით მსოფლიოს პირველობა დაასრულეს.
1989 წლიდან სრეტენსკიმ რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა შოუში “ვარსკვლავები ყინულზე”. ბოლო წლებში კი იგი მერილენდის ქალაქ ლორელში, Gარდენს Iცე Hოუსე-ში მწვრთნელად მუშაობდა.