9 მარტიდან პორტუგალიის ქალაქ პორტოში ასპარეზობა დაიწყეს ვეტერანმა მოჭადრაკეებმა. ევროპის წლევანდელ პირველობაზე სიახლეაა – მონაწილეები ორ ასაკობრივ ქვეჯგუფად დაიყვნენ: 50 წლიდან – 65 წლამდე და 65 წლიდან ზემოთ.
საქართველოს სახელით ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე 5 მოჭადრაკე ასპარეზობს: მამაკაცთა (+50) შორის მონაწილეობს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ქალთა შორის, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა (2524).
ქალთა შორის (+50) მონაწილეობენ: მრავალგზის საჭადრაკო ოლიპიადების გამარჯვებული ნინო გურიელი (2329) და საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი (2112).
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2304) და საერთაშორისო დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი (2083) +65 ტურნირში სცდიან ძალებს.
ჩემპიონატში სათამაშო დღებია: 9-17 მარტი. თამაშები ადგილობრივი დროით 10.00 საათიდან იწყება. 18-20 მარტს შეჯიბრი გაიმართება რაპიდში, ხოლო 21-ში – ბლიცში.
საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში:
ადგილი |
მამაკაცები +50 |
მამაკაცები +65 |
I |
1000€ |
1000€ |
II |
750€ |
750€ |
III |
600€ |
600€ |
IV |
450€ |
450€ |
V |
350€ |
350€ |
VI |
250€ |
250€ |
VII |
200€ |
200€ |
ადგილი |
ქალები +50 |
ქალები +65 |
I |
650€ |
650€ |
II |
450€ |
450€ |
III |
350€ |
350€ |
ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს: სტურუამ – შტეინ სოლიდთან (ნორვეგია, 2057), ხმიადაშვილმა უშუალო კონკურენტ ვალენტინა კოზლოვსკაიასთან (რუსეთი, 2169) და გაფრინდაშვილმა ტამარა ზაიცევასთან (რუსეთი, 2099).
ფრედ დაასრულეს შეხვედრები: გურიელმა ლიგია ჟიკმანთან (რუმინეთი, 2154) და ქასოშვილმა – გალინა სტრუტინსკაიასთან (რუსეთი, 2290).
აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილ ხმიადაშვილისგან განსხვავებით, ასპარეზობის დანარჩენი სამი მონაწილე: გურიელი, ქასოშვილი და სტურუა სენიროთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის დებიუტანტები არიან.