ფეხბურთი

23:15 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” რაცი გაიფორმა

31 წლის რუმინელი მარცხენა მცველი რაზვან რაცი, მომდევნო სეზონიდან, ინგლისურ “ვესტ ჰემში” ითამაშებს. ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

გამოცდილ რუმინელ ფეხბურთელს “შახტართან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ეს ნიშნავს, რომ რაცი “ვესტ ჰემში” უფასოდ გადავა. ოფიციალური ინფორმაციით, ის ინგლისურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელშეკრულების 2 ან 3 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

რაზვან რაცი “შახტარში” 2003 წლიდან თამაშობდა. დონეცკური კლუბის მაისურით მან 296 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124462