ფეხბურთი

13:47 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვესტ ჰემმა ამალფიტანო შეიძინა

 

“ვესტ ჰემმა” ფრანგი ფეხბურთელი მორგან ამალფიტანო “მარსელიდან” შეიძინა. ტრანსფერი კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ფეხბურთელმა, რომელსაც მშობლიური ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, გასული სეზონი ფრანგული კლუბიდან არენდის წესით “ვესტ ბრომვიჩში” გაატარა.

“ელერდაისმა ამიხსნა ჩემი მოწვევის მიზეზები. მის აზრით გუნდის სქემაში იდეალურად ჩავჯდები. კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელად ვესახები და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია” – აღნიშნა ამალფიტანომ.

ამალფიტანო “კანის” საფეხბურთო სკოლის აღზდილია. იქ სადაც აღზრდილან ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა და გაელ კლიში. მორგანს უთამაშია “სედანში,” “ლორიენსა” და “მარსელში.” ფეხბურთელს გვიან მოუწია ლიგა1-ის დატოვება. 28 წლის ასაკში “ვესტ ბრომვიჩი” მისი პირველი უცხოური კლუბი იყო.

დიმა შარიქაძე

0.121436