ფეხბურთი

14:01 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" კრაუჩზე გადაერთო

ბრიტანული მედიის ცნობით, "ვესტ ჰემი" "სტოკ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელით, პიტერ კრაუჩით დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც "ჩაქუჩებმა" სამუელ ეტოოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ამ უკანასკნელმაც "რომას" მიაშურა, გამოცდილ ფორვარდად 33 წლის კრაუჩი მიიჩნიეს და უახლოეს მომავალში "სტოკს" წინადადებითაც მიმართავენ.

პიტერ კრაუჩი გულშემატკივრებისთვის ცნობილი "ლივერპულში" ასპარეზობის პერიოდიდან გახდა. "მერსესაიდელებთან" თავდამსხმელმა სამი სეზონის გაატარა და "სტოკ სიტიმდე" "პორტსმუთსა" და "ტოტენჰემში" ასპარეზობდა.

გასულ სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა 38 მატჩი ჩაატარა და 9 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. აქვე შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კრაუჩს 42 მატჩი ჩაუტარებია და 22 გოლის ავტორიც გახდა.

 

გიორგი ბალახაძე

0.135007