შაბათს, ინგლისის პრემიერლიგაში, “კარდიფთან” დამარცხების შემდეგ, “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი დაითხოვა, - წერს Daily Mail-ი. თავად კლარკი ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩენილა, რადგან მოლაპარაკების მიხედვით, იანვარში მას კლუბთან კონტრაქტი უნდა გაეგრძელებინა. გამოცემა აღნიშნავს, კლარკს ზედიზედ 4 წაგება არ აპატიესო. ამჟამად “ვესტ ბრომვიჩი” პრემიერლიგაში მე-16 დგილზეა.