ინგლისური პრემიერლიგის ბინადარ “ვესტ ბრომვიჩის” მთავარ მწვრთნელად 50 წლის ესპანელი სპეციალისტი პეპე მელი დაინიშნა, რომელმაც კლუბთან წლინახევარიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ შაბათს “საუთჰემპტონთან” დაგეგმილი მატჩისთვის “ვესტ ბრომვიჩს” კვლავაც მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი კიტ დაუნინგი მოამზადებს, მელის დებიუტი კი 21 იანვარს გახლავთ დაგეგმილი. ამ დღეს “ვესტ ბრომვიჩი” შინაურ კედლებში “ევერტონს” დაუხვდებიან.
ცნობისთვის, მადრიდელი სპეციალისტისთვის “ვესტ ბრომვიჩი” პირველი არაესპანური კლუბი იქნება. გასულ სეზონში იგი “ბეტისს” წვრთნიდა, მანამდე კი, “კოსლადაში”, “მერიდაში”, “მურსიაში”, “ტენერიფეში”, “ხეტაფეში”, “ალავესში”, “პოლი ეხიდოსა” და “რაიო ვალეკანოში” უმუშავია.