ჩეხი კალათბურთელი იან ვესელი სტამბულის “ფენერბაჰჩეში” ჩაირიცხა და ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ჩეხი ფორვარდი ევროპაში ნბა-ში გატარებული 3 სეზონის შემდეგ ბრუნდება, რომლის განმავლობაშიც იგი საშუალოდ 3.6 ქულას და 2.5 მოხსნას აგროვებდა.
იანი ოკეანის გაღმა “ვაშინგტონის” და “დენვერის” ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქეა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ვესელი ამ ზაფხულს ეროვნულ გუნდში თამაშს არ აპირებს.