ფეხბურთი

15:35 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონამ" იტურბეს ტრანსფერში 15 მილიონი გადაიხადა

 

იტალიურმა "ვერონამ" "პორტუს" არგენტინელი ფეხბურთელი ხუან იტურბე 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

20 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი "ვერონაში" იჯარის წესით გაატარა და როგორც ჩანს, იტალიელები მისი თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ.

არგენტინელი შემტევის მსურველთა სია დიდი იყო - "რომა", მილანის "ინტერი", "ნაპოლი", პსჟ.

გამორიცხული არაა, იტალიელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს, არგენტინელი უფრო დიდ ფასად გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ იტურბემ "ვერონას" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.125438