ლონდონის “არსენალის” მცველი ტომას ვერმალენი კლუბის შეცვალს არ გამორიცხავს. ბრიტანული მედიის ცნობით, 28 წლის ბელგიელი თავის მომავალს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაარკვევს.
ვერმალენი არსენ ვენგერის გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და სათადარიგოა სკამზე ყოფნას ვერ ეგუება. მუნდიალის შემდეგ, მცველი “მეთოფეთა” ხელმძღვანელობას შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “არსენალი” უკვე შეელია მცველ ბაკარი სანიას, რომელიც კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს.