ფეხბურთი

16:56 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენი: “ვენგერის დარჩენა ყველას სურს”

ლონდონის “არსენალის” მცველ ტომას ვერმალენს მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერის დარჩენა სურს. ბელგიელის თქმით, “მეთოფეები” ფრანგ სპეციალისტს აბსოლუტურ ნდობას უცხადებენ.

“ყველას უნდა, რომ ვენგერი “არსენალში” რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს. ის, რაც არსენმა ამ გუნდისთვის გააკეთა, დაუჯერებელია. ძალიან გაგვიხარდება, თუ ვენგერი კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს.

გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა. გუნდის შენებაზე დიდ ხანს ვმუშაობდით და სადღეისოდ, ყველას თავისი როლი აქვს. მიმდინარე სეზონით, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით”, - განუცხადა ვერმალენმა ბრიტანულ მედიას.

 

0.116633