ფეხბურთი

10:56 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენი 3 თვე იუქმებს

 

ლონდონის “არსენალის” მცველი ტომას ვერმალენი მოედანზე გასვლას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. Goal.com-ის ცნობით, ბელგიელს ზურგის მძიმე ტრავმა აქვს.

ლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა კვირას განაცხადა, რომ ვერმალენი სეზონის სტარტს გამოტოვებდა, მაგრამ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. მოგვიანებით, მცველს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, სადაც გაირკვა, რომ ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ამ პრობლემის გამო, “არსენალი” “სუონსის” მცველის – ეშლი ვილიამსის შეძენას ცდილობს. რამდენადაც ცნობილია, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

0.103908