ვერი ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონებისა და ბიჭების 2014 წლის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს. ორი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.
პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს ოქროს მედალთან ერთად სპეციალური თასი გადაეცემა. I-III ადგილებზე გასულები კი შესაბამისი ხარისხის მედლებთან ერთად სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.