ფეხბურთი

15:05 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერს” ბრაიან რუისი სურს

 

ბრემენის “ვერდერი” ლონდონის “ფულემისა” და კოსტა-რიკის ნაკრების შემტევის, ბრაიან რუისის სამსახურით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა kicker-ი ავრცელებს.

“მუსიკოსებს” რუისი აარონ ჰანტის შემცვლელად ეგულებათ, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “ვოლფსბურგს” შეუერთდა. 28 წლის მოთამაშეს “ფულემთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება, ხოლო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი გირვანქაა.

“ფულემში” დარჩენა კოსტა-რიკელ მოთამაშესაც აღარ სურს. ამის მიზეზი ნათელია – კლუბი ჩემპიონშიფში დაქვეითდა და ძლიერ მოთამაშეებს დაბალ ლიგაში თამაში არ სურთ. რუისმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ჰოლანდიურ პსვ-ში ჩაატარა, სადაც 14 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.113265