ფეხბურთი

23:28 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვერდერმა“ მაინც მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე–11 ტური უხვგოლიანი მატჩებით დასრულდა. დღევანდელ შეხვედრებში მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.

ბრემენის „ვერდერმა“ „ვეზერშტადიონზე“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და 3 ქულა მატჩის მიწურულს დასტყუა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უფრო მეტად, „მუსიკოსებს“ გაუმართლათ.

მე–20 წუთზე, ჰანოვერელთა ნახევარმცველმა საბოლჩ ჰუსტიმ თერთმეტმეტრიანით აიღო მასპინძელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმართა სიხარულმა ხუთიოდ წუთს გასტანა – პენალტი აარონ ჰანტაც გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე, გუნდებმა თითო გოლიც გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მე–2 ტაიმი ნაკლებად შედეგიანი გამოდგა, მაგრამ გადამწყვეტი გოლი სწორედ მატჩის დასკვნით წუთებში გავიდა. შეტევაში ჩართულმა მცველმა სანტიაგო გარსიამ იხეირა და ბრემენელებს 3:2 მოაგებინა.

რაც შეეხება დღის მეორე დაპირისპირებას, „მაინცი“ „აუგსბურგს“ ესტუმრა და შინ უქულოდ დაბრუნდა. მასპინძლებმა მეტოქეს 2 ბურთი გაუტანეს, „მაინცმა“ კი, მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – 2:1.

 

აუგსბურგი. „სლგ არენა“. 28000

აუგსბურგი – მაინცი 2:1 (1:0)

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ვერჰაგი, ოსტშოლეკი, ვერნერი (დე იონგი 90), ჰანი, ბაიერი, ფოგტი, ალტინტოპი (იუნ–ჰო 70), მიოლდერსი (63).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

მაინცი: მიულერი (ვეტკლო 46), ნოვესკი, სვენსონი (მიულერი 46), პოსპეხი, დიასი, ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო (ჩუპო–მოტინგი 58), გეისი, ოკაზაკი, პოლტერი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 ჰანი (28), 2:0 ჰანი (49), 2:1 ჩუპო–მოტინგი (58პ.)

გაფრთხილება: კალსენ–ბრაკერი (58), ვერჰაგი (70), ჰანი (90) – ნოვესკი (32), პოლტერი (61), დიასი (90)

გაძევება: ვეტკლო (88)

კარში დარტყმა: 19 (12) – 11 (8) ჯარიმა: 16 - 24 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 7 – 10

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40435

ვერდერი – ჰანოვერი 3:2 (2:2)

ვერდერი: მილიცი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, გარსია (შმიცი 89), ფრიცი (ზელკე 63), მაკიადი, ჰანტი, ელია (ელდირიმი 81), იუნუზოვიჩი, კროოსი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, პოკონიოლი, საკაი ( ბიტენკორტი 88), ანდრეასენი, ჰოფმანი (შმიდებახი 75), სანე, ჰუსტი, შტინდლი, პრიბი, სობეხი (კადახი 32).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 0:1 ჰუსტი (20პ.), 1:1 ჰანტი (25პ.), 2:1 მაკიადი (39), 2:2 საკაი (41), 3:2 გარსია (86)

გაფრთხილება: ფრიცი (19), ჰანტი (90) – სანე (25), პოკონიოლი (52), ჰუსტი (66), კადახი (84)

კარში დარტყმა: 12 (10) – 18 (12) ჯარიმა: 21 - 28 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 9 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 10 – 7

0.149905