გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. „გლადბახმა“ 3 ქულა „ჰამბურგთან“ დაპირისპირებაში მოიპოვა, ბრემენის „ვერდერმა“ კი, საგარეო შეხვედრაში, „ჰანოვერს“ სძლია.
ჰამბურგელებმა „ბორუსია პარკზე“ თამაში კარგად დაიწყეს და 29-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 37-ე წუთზე, ფილიპ დამსმა თავისსავე გაცუდებული პენალტიდან გადმოვარდნილ ბურთს დაამატა და ანგარიში გაათანაბრა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მატჩის დასკვნით 15 წუთში, მიონხენგლადბახელებმა თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს და 2 ბურთი გაიტანეს - ჯერ რაფაელმა იხეირა, შემდეგ კი, ალვარო დომინგესმა - 3:1.
ბრემენის „ვერდერი“ „ჰანოვერს“ ეწვია და უშუალო კონკურენტთან გამარჯვებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიაღწია. პირველი ტაიმის მიწურულს, საბოლჩ ჰუსტიმ გამოიჩინა თავი და მასპინძლები შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. 57-ე წუთზე, არგენტინელმა ფრანკო დი სანტომ წონასწორობა აღადგინა, დამატებულ დროში კი, სებასტიან პრედლმა დაჰკრა „3-ქულიანი“ – 1:2.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი - ჰამბურგი 3:1 (1:1)
გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი (ბრაუვერსი 63), დომინგესი, ნორდტვეიტი, დამსი, იანჩკე, არანგო, რაფაელი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი.
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი (ტეშე 83), ვან დერ ვარტი, რინკონი, არსლანი (ირაჩეკი 83), ჩალხანოღლუ, ზუა, ლასოგა (ჯონი 46).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლი: 0:1 ზუა (29), 1:1 დამსი (37), 2:1 რაფაელი (75), 3:1 დომინგესი (78)
გაფრთხილება: მანსენი (65)
კარში დარტყმა: 17 (11) – 17 (11) ჯარიმა: 11 - 15 კუთხური: 6 - 10 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 10 – 8
ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 49000
ჰანოვერი - ვერდერი 1:2 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, შულცი, საკაი, ანდრეასენი, ჰოფმანი, სანე (ბიტენკორტი 63), ჰუსტი, შტინდლი, პრიბი, შლაუდრაფი, რუდნევი (ია კონანი 75).
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი (ლუკიმია-მულონგოტი 90), ჰანტი (სელასი 84), ელია (პეტერსენი 81), იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, დი სანტო.
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლი: 1:0 ჰუსტი (43), 1:1 დი სანტო (57), 1:2 პრედლი (90)
გაფრთხილება: შტინდლი (83) - პრედლი (66)
კარში დარტყმა: 9 (4) – 11 (6) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 10 - 8 თამაშგარე: 0 - 9 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 3