ფეხბურთი

4:49 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ვერდერი“ ფრაიბურგში დამარცხდა

გერმანიის ბუნდელსიგის 26-ე ტურის გახსნით მატჩში, „ფრიაბურგმა“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. ამ გამარჯებით, ფრაიბურგელებმა „მუსიკოსებთან“ სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა 4-მდე შეამცირეს.

ფრაიბურგში, ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა - იულიან შუსტერმა შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა. კრისტიან შტრაიხის გუნდმა პირველი ტაიმი სწორედ ამ ლამაზი გოლით მოიგო.

შესვენებიდან დაბრუნებულმა ფრაიბურგელებმა კვლავ შეუტიეს და 59-ე წუთისთვის, 3-ბურთიანი უპირატესობაც იგდეს ხელთ. ბრემენელებმა ნილს პეტერსენის გოლით მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს - 3:1.

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000

ფრაიბურგი - ვერდერი 3:1 (1:0) 

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, მუიჯა, სორგი, გუედე (გიუნტერი 90), გინტერი, შუსტერი, შმიდი, დარიდა, კლაუსი (კერკი 75), მეჰმედი (ცულეჰნერი 81).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი, კალდიროლა, მაკიადი, ჰანტი, ობრანიაკი (სელასი 64), იუნუზოვიჩი, ბარგფრედე (ელია 81), იგნიოვსკი, დი სანტო (პეტერსენი 64).

წვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 1:0 შუსტერი (15), 2:0 კლაუსი (53), 3:0 მეჰმედი (59), 3:1 პეტერსენი (70)

გაფრთხილება: კლაუსი (66) - ბარგფრედე (26), ჰანტი (74)

კარში დარტყმა: 14 (6) – 7 (3) ჯარიმა: 18 - 16 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 2 – 3

0.116521