ფეხბურთი

16:17 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვერცხლის ლიგამ“ მეოთხე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა

1 დეკემბერს, სპორტკომპლექს „არენაში“  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, “ვერცხლის ლიგის“ მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური, ორი აუტსაიდერის დაპირისპირებით გაიხსნა. ამ მატჩამდე არც „ჯორჯიან მანგანეზ–ზესტაფონს“ და არც „ქართუ ბანკს“, გამარჯვება არ ქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ იმერლები სამი ბურთით ორჯერ იყვნენ წინ,  შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 4–4 დასრულდა.

ცენტრალური შეხვედრა კი უდაოდ საბანკო დერბი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს  „ვითიბი  ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბული შეხვედრა, ლოგიკური ანგარიშით, 1–1 დასრულდა.

ბოლოს კი „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და „ერისთავის იურიდიული ჯგუფი–2“ გუნდები წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა, იურისტების გამარჯვებით, 3–2 დასრულდა.

გუშინ კიდევ ორი დაპირისპირება უნდა გამართულიყო,თუმცა იმ მიზეზით,რომ ჭიათურისა და ნატახtარის გუნდები „სამინისტროს თასის“ გათამაშებაში მონაწილეობდნენ, “ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ – „ბი პი“–ს და „ნატახტარის“ მეორე გუნდისა და ლილო 1–ის მატჩები გადაიდო.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2013-14 .. ვერცხლის ლიგა. IV ტური. 17.11.2013

GM-ზესტაფონი - ქართუ ბანკი  4-4

გოლები: 1წთ, ზ. მანჯავიძე (1-0), 2წთ, გ. მანჯავიძე (2-0), 7წთ, მუმლაძე (3-0), 10წთ, ჩახვაშვილი (3-1), 12წთ, გოგლიძე (4-1), 16წთ, ხომერიკი (4-2), 21წთ, ხომერიკი (4-3), 24წთ, ხომერიკი (4-4)

GM-ზესტაფონი: 1. მაჭავარიანი, 8. ზ.მანჯავიძე, 9. მუმლაძე, 11. გ. მანჯავიძე, 4. კელენჯერიძე, 3. გაბრიჭიძე. სათადარიგოები: 6. გოგლიძე, 5. ყუბარაძე, 2. ქათამაძე, 10. შარაბიძე

ქართუ ბანკი: 1. ნიკოლაიშვილი, 7. მგელაძე, 10. ჩიკვილაძე, 11.წიკლაური, 13.ჩახვაშვილი, 18.ხომერიკი. სათადარიგოები: 8. ხაჭაპურიძე, 12. ძაგნიძე, 9.აფციაური, 3. შონია

VTB-ბანკი- საქართველოს ბანკი 1-1

გოლები: 24წთ, გოგიტიძე (0-1), 26წთ, თევზაძე (1-1)

VTB-ბანკი: 26.კავთიაშვილი, 10. ვ.მაჭავარიანი, 2. ნ. მაჭავარიანი, 5. საღირაშვილი, 9. სულაძე, 71. თევზაძე. სათადარიგოები: 4. დარსალია, 6. ხაინდრავა, 8. ჯობავა, 7. შერაზადიშვილი, 96. უსანეთაშვილი

საქართველოს ბანკი: 99. მიქაუტაძე, 2. სურგულაძე,  5. სირაძე, 10. ცაგარეიშვილი, 11. სარიშვილი, 21. კასრაძე. სათადარიგოები: 1. ჯალაღანია, 3. უჯმაჯურიძე, 7. დარსაველიძე, 13. ივანიაძე, 14. გოგიტიძე, 8. შელია

სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - ერისთავი –2    2-3

გოლები: 2წთ, კუჭავა (0-1), 4წთ, კუჭავა(0-2), 10წთ, ალავიძე (2-1), 25წთ, ალავიძე (2-2), 28წთ, ნინოშვილი (2-3)

CFCP: 1.ბაქრაძე, 3.ფურცელაძე, 20.ალავიძე, 9. ლობჟანიძე, 13.შერაზადიშვილი, 61.საღრიშვილი. სათადარიგოები: მიქაშავიძე, 8.ხითარიშვილი, 6.ავეტისოვი

ერისთავი-2:  22.ჯავახიშვილი, 7.მდივანი, 3.ნინოშვილი, 10.წიკლაური, 6.ტაბატაძე, 11.კუჭავა. სათადარიგოები: 19. ბერიძე, გიგაური

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით  იმართება.

„ვერცხლის ლიგის“ პარტნიორია „ვითიბი ბანკი“.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

0.166265