ჭიდაობა

22:02 | 10.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი და ორი ბრინჯაო

მინსკში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. მამაკაცთა შორის საქმეში სამი ქართველი ჩაერთო და მათგან სამეულს მიღმა მხოლოდ უშანგი კუზანაშვილი (57 კგ) დარჩა. ჩვენებურთაგან უკეთესი შედეგი ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) აჩვენა – მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბესარიონ ბერულავა (74 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
დღესვე მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძეც (80 კგ) ჩაერთნენ და ლეონიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ბელარუსში მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ქართული გუნდის წევრი გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) ჩემპიონი გახდა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის, დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში - 62, 82 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ლევან ქოჩიევი (62 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) იჭიდავებენ.

0.118227