სხვა

19:55 | 5.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოს დასაწყისი

ისრაელის ქალაქ ეილათში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ფიცარნაგზე ჯერ საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ორი წევრი გავიდა და ორივემ მედალი მოიპოვა.
62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ვერცხლის პრიზიორი გახდა. 18 წლის სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 281 კილოგრამი დააგროვა. ამასთან, აკვრაში (155 კგ) მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ატაცში (126 კგ) - ბრინჯაო. გიორგი ლომთაძემ (69 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. მან ორჭიდი 310 კილოგრამით დაასრულა. იქამდე კი, ატაცში 143-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, რაც ამ მოძრაობაში საუკეთესო შედეგი იყო.
ხვალ ფიცარნაგზე ზურაბ თავაძე (85 კგ) და ვილიამინ ალექსიძე (94 კგ) გავლენ. 8 დეკემბერს კი საქმეში მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება.
 

0.118151