ფეხბურთი

4:38 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერც „რეალი“, ვერც „ბარსა“

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29–ე ტურში, ქულები მადრიდის „რეალმაც“ დაკარგა და კატალონიის „ბარსელონამაც“, რაც ერთობ უცნაური შემთხვევაა. შეიძლება ითქვას, ესპანეთის ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილია და ახლა, ორივე გუნდი მთავარ აქცენტს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს.

დღეს, „ბარსელონა“ ვიგოს „სელტას“ ეწვია და მხოლოდ ქულას დასჯერდა. პირველ ტაიმში, კატალონიელთათვის მოვლენები არცთუ სასიკეთოდ წარიმართა, რადგან ხოსე მანუელ პინტოს კარი 25–ე წუთზე დალაშქრეს მასპინძლებმა და წინ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს, ლიონელ მესის ბრწყინვალე პასი კრისტიან ტელიომ დაუფასა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.

მეორე ტაიმში, ტელიომ მესის ხურდა დაუბრუნა და გოლი არგენტინელსაც გაატანინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბორხა იუბინიამ გაათანაბრა ანგარიში და ვიგოელებს ქულა გადაურჩინა – 1:1. საგულისხმოა, რომ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა – არგენტინელმა პრიმერას ზედიზედ მე–19 თამაშში გაიტანა (ანუ, ყველა მეტოქეს გაუტანა) გოლი.

გასვლითი მატჩი ჩაატარა „რეალმაც“, რომლის მეტოქეც „სარაგოსა“ იყო. მატჩის დებიუტში, მადრიდელებმა მოედნის ცენტრში უხეიროდ ითამაშეს, ბურთი დაკარგეს და როდრი მეკარესთან პირისპირ „დატოვეს“, რაც ძვირად დაუჯდათ – 1:0. ტაიმის მიწურულს, კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩა გოლით და ანგარიშიც გათანაბრდა.

დასკვნით ტაიმში, ჟოზე მოურინიომ რამდენიმე ცვლილება გამოიყენა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა დიდად ვერ შეცვალა და, შესაბამისად, ტაბლოზეც 1:1 დარჩა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4–ფინალისტი „მალაგა“ რაიო ვალიეკანოს“ ეწვია და 3:1 სძლია, „ლევანტე“ კი, „სევილიას“ დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 12500

რაიო – მალაგა 1:3 (1:1)

რაიო: კობენიო, კასადო (ვასკესი 79), ტიტო, ამატი, ხალვესი, ფუეგო, კარლოსი (დელიბაშიჩი 81), პიტი, დომინგესი (გონსალესი 74), ბანგურა, ბაპტიშტა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში, ხამესი, ხოაკინი (პიასონი 77), ტულალანი, ბაპტიშტა (სანტა კრუსი 67), იტურა, მორალესი, ისკო (პორტილიო 72).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ველიგტონი (21), 1:1 პიტი (31), 1:2 ბაპტიშტა (55), 1:3 მორალესი (86)

გაფრთხილებები: დომინგესი (33), ხალვესი (46) – კაბალიერო (13)

არში დარტყმა: 10 (5) – 9 (5) ჯარიმა: 14 - 4 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 2 - 1 სეივი: 2 – 4

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 17000

სელტა – ბარსელონა 2:2 (1:1)

სელტა: ვარასი, ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო, პრანიჩი (დე ლუკასი 69), ოუბინია, ინსა (მადინდა 80), ფერნანდესი, ორელიანა, ჩუ–იუნი (ბერმეხო 61).

მწვრთნელი: აბელ რესინო

ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე, ბარტრა, მონტოია, ფაბრეგასი (ბუსკეტსი 84), ტიაგო (ინიესტა 65), სონგი, სანჩესი (ვილია 68), მესი, ტელიო.

მწვრთნელი: ჟორდი როურა

გოლები: 1:0 ნაჩო (37), 1:1 ტელიო (43), 1:2 მესი (73), 2:2 ოუბინია (88)

გაფრთხილებები: კაბრალი (32), ოუბინია (41), ლაგო (62), ფერნანდესი (87) – ფაბრეგასი (25), სანჩესი (64), ბუსკეტსი (88)

არში დარტყმა: 14 (9) – 15 (8) ჯარიმა: 9 - 18 კუთხური: 6 - 10 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 7 – 4

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“. 31000

სარაგოსა – რეალი 1:1 (1:1)

სარაგოსა: ხიმენესი, სეპუნარუ, გონსალესი, ლოვენსი, მინერო, მოვილია, აპონიო (რომარიკი 53), ორიოლი, მონტანიესი, როდრი (როდრიგესი 63), პოშტიგა.

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

რეალი: ლოპესი, არბელოა (დი მარია 60), პეპე, რამოსი, მარსელო, ესიენი, მოდრიჩი, კაკა (იოზილი 61), კალეხონი (ხედირა 60), რონალდუ, იგუაინი.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 როდრი (6), 1:1 რონალდუ (38)

გაფრთხილებები: ლოვენსი (12), გონსალესი (86) – მოდრიჩი (11), არბელოა (56), რამოსი (72)

არში დარტყმა: 9 (5) – 10 (5) ჯარიმა: 16 - 12 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 0 - 11 ბურთის ფლობა: 33% - 67% სეივი: 3 – 4

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“.

ლევანტე – სევილია 1:0 (1:0)

ლევანტე: მუნუა, ლელი, ნავარო, ხუანფრანი, ვინტრა, დიოპი, იბორა, რიოსი (როდასი 90), გარსია, მიჩელი (ხუანლუ 78), აკვაფრესკა (მარტი 85).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კოკე (სისინიო 71), მორენო, მადურო (მედელი 46), რეიესი, ნავასი, რაკიტიჩი, კონდოგბია (დიავარა 55), ნეგრედო.

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 გარსია (40)

გაფრთხილებები: ვინტრა (3), ნავარო (57), რიოსი (75), გარსია (90) – ნავარო (26), ნავასი (70), ნეგრედო (73)

არში დარტყმა: 11 (7) – 12 (6) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 8 – 9

0.396558