ფეხბურთი

16:19 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის პარიზული შეთავაზება არ აკმაყოფილებს

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი შემტევი ნახევარმცველი მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელობისგან განახლებული კონტრაქტის სანაცვლოდ გვარიანად გაზრდილ გასამრჯელოს ელის. ფრანგული პრესის ცნობით, ამჟამად ვერატი სეზონის განმავლობაში 800 ათას ევროს იღებს. პარიზული კლუბი მას წლიურ 1,7 მილიონს ჰპირდება. თავად ფეხბურთელი კი ამ გაზრდილი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს.

თუ “პარი სენ-ჟერმენი” ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, იტალიელი ლეგიონერი სავარაუდოდ მორიგ მოთხოვნას წამოაყენებს, ტრანსფერზე დაყენების შესახებ. ბოლო დროს აპენინურ გამოცემებში რამდენიმეჯერ დაიწერა, რომ მარკო ვერატის შეძენა “ფიორენტინასა” და “ნაპოლის” სურთ.


0.115256